საქართველოს პრეზიდენტის თქმით,11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა
ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე.
"ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც
მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი
ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო
ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ყველაზე რთულ დროს,
ამერიკელი ერის სიმამაცე და სიმტკიცე იყო წარმოუდგენელი და გასაოცარი.
მათი გმირობა, პატრიოტიზმი და სიმამაცე, ამერიკის სახელმწიფოს
სიძლიერის დემონსტრირება იყო და მთელს მსოფლიოს ერთობის სულისკვეთება
მოუტანა. დღეს, ამ ტრაგიკული მოვლენის მე-15 წლისთავზე, საქართველო
პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენ, ქართველები თანადგომას
უცხადებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული
სამხედრო ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში, მსოფლიოში
სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის. მტკიცედ მწამს, რომ
ჩვენ, ყველა ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას თანამედროვეობის ამ უდიდეს
საფრთხეზე, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ შემდგომი თაობებისათვის“,
- აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები