12 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი ქუთაისს ესტუმრება, სადაც
საუნივერსიტეტო ქალაქის
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეს იქნება თანამედროვე
ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი
საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 140 ჰა-ზე გაშენდება და 60 000
სტუდენტზეა გათვლილი, სახელმწიფო დაწესებულება იქნება.
სტუდენტთა პირველ ნაკადს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2019 წელს
მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები