ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციას საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 7 თვიანი მოლაპარაკებები
დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,
2017 წლიდან ქართველი მეწარმეები ჩინეთში პროდუქციას ყოველგვარი
საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანენ.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოზე და აგრარულ
პროდუქციაზე, ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა,
ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო
ტარიფები,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა
საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე.
მასალის გამოყენების პირობები