„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ წარდგენილ
მედიასივრცის შეფასების ანგარიშში ყურადღება სხვადასხვა საკითხზეა
გამახვილებული.
კვლევის მიხედვით, მედიასივრცე უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამასთან,
მედიის თავისუფლების მაჩველებლით საქართველომ მაღლა აიწია, სარეკლამო
ბაზარი ნაკლებად მონოპოლიზებულია. ანგარიშში წარმოდგენილია ისეთი
საკითხები, როგორიცაა, ანტიდასავლური მედია საშუალებების გააქტიურება,
რამდენიმე რეიტინგული გადაცემის დახურვა და ჟურნალისტების მიერ მათზე
განხორცილებული ზეწოლის ფაქტებზე გაკეთებული განცხადებები.
„საანგარიშო პერიოდში დადგინდა, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებების
დაცვის მხრივ ქვეყანა კვლავ გამოწვევის წინაშე დგას. მნიშვნელოვანი
ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას რეგიონული მედია“, - აღნიშნულია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები