კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს რამდენიმე საათში თბილისის
აეროპორტში პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდებიან.
ავლაბრის რეზიდენციაში კი მარგველაშვილი და
ფრანცისკე I 300-მდე მოწვეულ სტუმარს
სიტყვით მიმართავენ. იგი ასევე შეხვდება საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს, კათოლიკური ეკლესიისა და ასურულ-ქალდეური
საზოგადოების წარმომადგენლებს.
ხვალ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე
მესას აღავლენს. რომის პაპი
საქართველოდან 2 ოქტომბერს გაემგზავრება.
მასალის გამოყენების პირობები