არჩევნებამდე 2 დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნება აიკრძალა
არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის
შედეგების გამოქვეყნება დღეს
8:00 საათიდან აიკრძალა. ”საარჩევნო კოდექსის” თანახმად,
ასევე აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის
დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა
არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების
მონაწილეთა რაოდენობისა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები