პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ
პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ
შემოწმებას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის
მიხედვით, კენჭისყრის დღიდან
არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი
მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო
ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პირებმა ნარკოლოგიური შემოწმება
უნდა გაიარონ. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად
არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ
გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი
ვალდებულია მიიღოს დადგენილება, მისი უფლებამოსილების არცნობის
შესახებ.
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებამ
ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და პარლამენტის არჩეულ
წევრთა სია, რომლებმაც შემოწმება გაიარეს, ცესკოს 22
ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები