მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში
გადასვლა, ამ დროისთვის, შეფერხებულია, თურქეთიდან კი მხოლოდ
სატვირთო ავტომობილები შემოდიან.
როგორც ცნობილი გახდა,
თურქეთის გამშვებ პუნქტზე პროგრამული
ხარვეზია, რის გამოც გუშინ შუადღიდან მიმოსვლა
შეფერხებულია.
მძღოლების თქმით, საცობი თურქეთის ქალაქ ხოფადან საზღვრამდეა.
ნეიტრალური ზონიდან უკან დაბრუნებული მოქალაქეების თქმით კი, თურქეთის
საბაჟო, თურქეთის ზოგიერთი მოქალაქის გარდა, მათ მიღებას ვერ
ახერხებს.
წყარო: www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები