თურქეთის მხრიდან ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია, თუმცა, კვლავ
რიგში დგანან სატვირთო ავტომობილები და პრობლემური
პასპორტის მქონე მოქალაქეები.
ამ საკითხზე კომენტარი საქართველოსი თურქეთის ელჩმაც გააკეთა.
„საზღვარზე მართლაც ტექნიკური პროგრამული პრობლემაა. ეს ხელს
უშლის პოლიციას და საბაჟოს ხელმძღვანელობას მგზავრების პირადობის
დადგენაში. ეს მხოლოდ საქართველოსთან არ ხდება, არამედ ყველა
საზღვართან მსგავსი პრობლემები გვაქვს. ამაზე მუშაობენ და იმედია,
შევძლებთ რამდენიმე საათში მოგვარებას,“ - განაცხადა მან.
სარფის საბაჟოზე მოძრაობა, სამი დღის განმავლობაში, შეფერხებული
იყო.
მასალის გამოყენების პირობები