საქართველოში ამინდი 15 ნოემბრიდან
გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების
სპეციალისტების თქმით, ხვალ,
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება,
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე
წვიმა.დასავლეთ საქართველოში დღისით +20 +25 გრადუსია ნავარაუდები,
აღმოსავლეთ საქართველოში კი + 13 +18 გრადუსი. რაც შეეხება
დედაქალაქს, თბილისში +14 +16 გრადუსს პროგნოზირებენ.
15 ნოემბერიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის
ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად,
დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის
ფარგლებში იქნება, აღმოსაველეთ საქართველოში კი უფრო ნაკლები.
წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაღალ მთაში
მოსალოდნელია თოვლი.
მასალის გამოყენების პირობები