გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის
ახალ შემადგენლობას სამშაბათს, 22 ნოემბერს
წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს
მთავრობის ადმინისტარციის პრესსამსახურში აცხადებენ.
"საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე
განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება
დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი
კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს მთავრობის
ადმინისტრაციაში წარადგენს".
მასალის გამოყენების პირობები