საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ლარის კურსის
ცვლილების მიუხედავად, მისი ინფორმაციით, არ არის
მოსალოდნელი ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ფასის
მომატება.
"დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ არც
ელექტროენერგიაზე და არც ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა არ არის
მოსალოდნელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის
სემეკის პრეროგატივა".
მასალის გამოყენების პირობები