15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ
გაიცემა, ხოლო ბიომეტრული პასპორტი 100
ლარის ნაცვლად 50 ლარი
ეღირება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა
წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის
საახალწლო აქცია გამოაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს
ვიზალიბერალიზაცია, აუცილებელია, რომ უვიზო
კავშირი ევროპის ქვეყნებთან გამოვიყენოთ, რათა საკუთარი თავი და
ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. დათქმულ დროს დავბრუნდეთ
საქართველოში და არ გავხდეთ კანონის დამრღვევი. ამისთვის კი
ბიომეტრიული პასპორტი არის აუცილებელი”.
მასალის გამოყენების პირობები