საქართველოს სამ საჯარო სკოლაში, დიდთოვლობის გამო,
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. გაკვეთილები არ ტარდება ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლაში, ქედის
მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ
არშის საჯარო სკოლებში.
გუშინ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ყოველდღიური შეტყობინების
საფუძველზე, თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი
დაწესებულება სამი დღის განმავლობაში დაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები