ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად
შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანოა, - ამის შესახებ პროფესორმა
ლადო პაპავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ და მისმა
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც
დოლარი ისევ გააძვირა. მისივე თქმით, დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება
და ლარი დოლართან მიმართებაში იაფდება.
"ეს პროცესი საქართველოში გარდაუვალია. ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო
პარტნიორი გახლავთ თურქეთი. სამწუხაროდ, თურქეთი დიქტატურისკენ მიდის,
რაც იწვევს იმას, რომ თურქეთის ეკონომიკა კარგავს ნდობას და ლირა
უფასურდება ამ შემთხვევაში ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს არის ერთადერთი
სწორი გზა. არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური
სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს. ცუდია,
როდესაც სახეზეა ლარის ვარდნა.“
მასალის გამოყენების პირობები