საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ
თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე
ტურში მონაწილე 5 კანდიდატი გამოვლინდა. ხმები ასე
გადანაწილდა:
თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8, ვასილ მაღლაფერიძე და
ზაალ ანჯაფარიძე 6-6, ნინო ზაუტაშვილი კი - 5 ხმა.
მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს
წარადგენენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის
დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა
კანდიდატმა გამოთქვა. გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად,
სამეურვეო საბჭოს სხდომა 6 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები