გიორგი კვირიკაშვილი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად,
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვაზე იმყოფებოდა.
საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
ღვთისმსახურების დაწყებამდე სამების ტაძარში შეკრებილმა მრევლმა
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები