ამბროლაურში აეროპორტი იხსნება, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე
ვადაში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალი აეროპორტი 16:00 საათზე
პირველ თვითმფრინავს
მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი იქნება.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაური 18:00 საათზე,
ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე
დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ასევე
უმოკლეს დროში აშენდა.
ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან
საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1
100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია
და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.
პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების
შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის
გაფართოებაც.
"საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა,
მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი -
სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და
მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს",- ნათქვამია
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები