საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ცნობით,
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე
მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინეს. უწყების განმარტებით,
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები