საქართველოს რკინიგზა მგზავრებს საფასურს სრულად აუნაზღაურებს
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ზუგდიდის სადგურიდან
გუშინ 18 საათზე გავიდა,რამდენიმე საათის განმავლობაში,
შორაპანში იყო გაჩერებული.როგორც რადიო
„ათინათს“ მგზავრებმა შეატყობინეს, მატარებელში
არ იყო შუქი და გათბობა. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც
იყვნენ. მათი ინფორმაციით, მოგვიანებით, მგზავრები თბილისში სხვა
მატარებელმა, რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაიყვანა.
საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის, დაჩი
ცაგურიას ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ერთ-ერთი დეტალის
მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო
ბოდიშს უხდის და 100 %-ის უზრუნველყოფს მგზავრობის საფასურის
ანაზღაურებას“, - აღნიშნა ცაგურიამ.
მასალის გამოყენების პირობები