ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის
შესახებ რეგულაციის კენჭისყრამდე
პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 12:00
საათისთვის დაიწყება. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი
მარია გაბრიელი კოლეგებისგან მხარდაჭერას
ელოდება.
"ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია მოვიპოვო ხელმოწერა 1-ელ
ან 2 მარტს. შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ
ჟურნალში, რაც შეიძლება სწრაფად , 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20
დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე. თუმცა
განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე," -
განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე
მომხსენებელმა მარია გაბრიელმა.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს
ევროპაში უვიზოდ გამგზავრება მარტის ბოლოდან შეეძლებათ. კენჭისყრის
პროცესს ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც
დაესწრება .
მასალის გამოყენების პირობები