თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 თებერვალს დასავლეთ
საქართველოს დაბლობში
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსი იქნება. ქვეყნის
ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.
28 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს და დღისით ჰაერის
მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13-18 გრადუსს
მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები