არასამთავრობოები: ე.წ. მოსმენების კანონი, შესაძლოა, სტრასბურგში გავასაჩივროთ
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. მოსმენების კანონის მიღების
შემთხვევაში, მის გასაჩივრებას აპირებენ.
ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ელოდებიან, თუმცა
ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.
„წავალთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზით თუ
პირდაპირ სტრასბურგში, ამას გადავწყვეტთ და ყველა ვარიანტში ჩვენ
ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ,“ - განაცხადა IDFI-ის
დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ისინი იმ
კონსულტაციებშიც ჩაერთვებიან, რომელსაც კანონთან დაკავშირებით
პრეზიდენტი გეგმას. მათივე შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ
შემუშავებული მოდელი უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების
გაკონტროლების საფრთხეს შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები