ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ევროპასთან უვიზო
რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით
საგანგებო სამზადისი დაიწყო.
ეწყობა სპეციალური დეკორაციები,
მგზავრებს კი სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძის
თქმით, დამატებულია სარეგისტრაციო დახლები და ერთი გასასვლელი.
ამასთან, რეგისტაციის გასამარტივებლად გარკვეული პროცედურებიც
დაინერგა.
,,ჩვენ მნიშვნელოვანი კარი გვეხსნება ევროპაში. ეს არ არის მარტო
მოგზაურობა, ეს არის რეგიონი, საიდანაც შეგვიძლია ძალიან კარგი
პრინციპები შემოვიტანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას.
ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქციები,
რათა მგზავრთა გაზრდილ ნაკადს შევხვედროდით მომზადებული”, -
განაცხადა ალექსიძემ.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის,
სალონიკის, ლარნაკას და ვარშავის მიმართულებით განხორციელდება.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო
მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა
დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ მარტის ბოლოდან
შეეძლებათ.
ამავე თემაზე:
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას
მხარი დაუჭირა
მასალის გამოყენების პირობები