მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა შეიცვალა. იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
შს სამინისტროს მიერ მომზადებული პაკეტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად
განხილვის პროცესში საგზაო დარღვევების ნაწილის შემთხვევაში
ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი შემცირდა.
ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის მფლობელს მართვის
უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის კვლავ
ჩაბარება მოუწევს. მძღოლს ეს უფლება წელიწადში ერთხელ ექნება.
საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია ინიციატივა მარჯვენასაჭიანი
ავტომობილების იმპორტისა და რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.
მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა და ე.წ. უკონტაქტო
პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა პირველი ივლისიდან შევა
ძალაში.
ამავე თემაზე:
საზოგადოების აზრი მართვის
მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შესახებ (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები