"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის
ავთო დვალიშვილის ინფორმაციით, შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური
გაიზარდა
და შესაძლოა, რომ ეს ტარიფზე ასახოს. ამის შესახებ, მან სემეკის
სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ეს ზრდა
განპირობებულია ლარის კურსის მერყეობით.
"თუმცა, აქ არის მეორე საკითხი - კომპანიას ბევრი მიმართულებით
გაეზარდა ხარჯები, თუმცა მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენ გაგვეზარდა
შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური. ანუ ჩვენ ვყიდულობთ
ელექტროენერგიას, რომ შემდეგ აბონენტებამდე მივიტანოთ, სწორედ ეს
შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, შესაძლოა იყოს საუბარი
იმაზე, რომ ეს აისახოს ტარიფში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სემეკის
დასათვლელი და გადასაწყვეტია. არსებობს სხვა კომპონენტები, რომელიც
შეიძლება დაბალანსდეს. ეს უკვე სემეკმა უნდა გადაწყვიტოს", -
განაცხადა დვალიშვილმა.
დღეს კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" სემეკში წარადგენს დისტრიბუციის
დარგში სამწლიან საინვესტიციო გეგმას, რომელიც დაახლოებით, 230
მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს. ასევე გენერაციის დარგში
ორწლიან გეგმას, რომელიც დაახლოებით, 44 მილიონი ლარის ინვესტიციას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები