სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის
მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო
ობიექტებიდან აღებულია
მზა კერძების და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ
ლაბორატორიაში შემოწმებულია ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.
კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე
მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა
ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში - ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების
გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის
შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული
მოთხოვნების დაცვა. პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული
ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ) და
უნდა დაიკლას სასაკლაოზე.
ამავე თემაზე:
სოფელ
ინგირში დაკლული ცხენების ნაწილები იპოვეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები