გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცაზე გაჩენილი ყვითელი
შეფერილობის ღრუბლები გამოწვეულია სამხრეთიდან ატმოსფეროს ზედა
ფენებში
ქარის მიერ გადმოტანილი ქვიშის ნაწილაკებით. სპეციალისტების
განმარტებით, ეს არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რაიმე ექსტრემალურ
პროცესს ადგილი არ აქვს.
ცის ყვითელ შეფერილობასთან დაკავშირებით სოციალურს ქსელში გავრცელდა
ინფორმაცია. ფეისბუკ მომხმარებლები აღნიშნულ ფაქტს ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურებას უკავშირებდნენ.
ფოტო: თეკლა
ნიკოლაშვილი
მასალის გამოყენების პირობები