მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღესთან
დაკავშირებით, დღის ბოლოს, ტაძრებში 12-გზის სახარება და წმინდა
წერილიდან 12-ჯერ ადგილები უფალ იესო ქრისტეს
ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ წაიკითხება. ამ წუთებში ზუგდიდის
ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში,
მეუფე გერასიმე ფეხთბანვის ცერემონიას აღასრულებს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა
სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო
პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და
ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე
მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის
ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები