შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ღონისძიება გაიმართება
ფონდ „ვერდას“ ორგანიზებით, 5 მაისს სკეიტპარკის ტერიტორიაზე
სოციალური კამპანიის - „მეც შემიძლია!“
ფარგლებში კონცერტი გაიმართება, რომელშიც ბენდ Under 7- თან ერთად
მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ.
ამასთან, გაიმართება პარაოლიმპიური შეჯიბრებები, საბავშვო
ღონისძიებები,შშმ პირთა თემატიკაზე ფოტოების გამოფენა და სხვ.
პროექტის „მეც შემიძლია“ მთავარი მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგომების შეცვლა და მათი
უფლებების დაცვის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
„პროექტის განმავლობაში, ვცდილობთ დავანახოთ, რომ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და არაფრით არ
განსხვავდებიან ჩვენგან. ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი და
სრულფასოვანი წევრები არიან, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, განათლების
მიღება, ხელოვნებით,სპორტით დაკავება, მეგობრებთან შეხვედრები... მათ
აქვთ სრული უფლება იცხოვრონ ნორმალურად, რომ არ უნდა გაატარონ
ცხოვრება მარტოობაში და იზოლაციაში, მათ გააჩნიათ თანაბარი უფლება:
იცხოვრონ, იმუშაონ, უყვარდეთ“,- აღნიშნულია ორგანიზატორების
განცხადებაში.
ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ვერდა“ ( Fundacja VERDA), სპონსორი
კი პროგრამა "RITA". პარტნიორები: შშმ პირთა ინტეგრაციისა და
ხელოვნების განვითარების ასოციაცია "ჰანგი“, რადიო "ათინათი"
(www.radioatinati.ge) და ქალაქ ტორუნის იანუშ კორჩაკის სახელობის
სპეციალური სკოლა (www.sosw.torun.pl).
მასალის გამოყენების პირობები