შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ბოლო 10 თვის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს. ეს მაჩვენებელი წინა
წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38 ფაქტით (80.85%-ით) მეტია. აქედან შსს-მ გაუპატიურების 85 შემთხვევიდან წელს 29 საქმე გახსნა, ხოლო წინა წელს 47-დან - 12.
გარდა ამისა, 7.3%-ით (+17 შემთხვევა) არის გაზრდილი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის „სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის“ და გარყვნილი ქმედების 250 შემთხვევა დარეგისტრირდა, წინა წლის იმავე პერიოდში - 233.
მასალის გამოყენების პირობები