კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი“ და VTB ბანკების მომხმარებლებიც.
შეღავათი ყველა ფიზიკურ და ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს შეეხება, რომელსაც სასესხო ვალდებულებები აქვს. ინფორმაციას ბანკები ავრცელებენ.
ბანკები შესაბამისი პროცედურების გატარებას და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მომავალი კვირიდან გეგმავენ. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.
მანამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება
„თი ბი სი“ და „საქართველოს" ბანკებმა მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები