გია ვოლსკი: "ივანიშვილის კოალიციის ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს"
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის მტკიცებით,
ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მას ასეთი ინფორმაცია აქვს
და ასე სჯერა".
"მე რაც ვიცი, ეს ის არის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,
მან კი თქვა, რომ კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას".
ეს არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ამბიციას", - განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა
გუშინ განაცხადა, რომ კოალიციას 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა
ივანიშვილი ჩუდგება სათავეში.
მასალის გამოყენების პირობები