საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი
და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის
წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში
გაემგზავრნენ.
ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა
მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. მხარეებს შორის
მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები