ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომის“
ხელმძღვანელთან ალექსეი მილერთან მორიგ სამუშაო შეხვედრას
ლუქსემბურგში დღეს გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
კალაძე და მილერი შეხვედრაზე არსებული ტრანზიტის მომსახურების
ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებს,
ასევე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების
შესაძლებლობას და პირობებს განიხილავენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს უნდა
დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები