საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ
მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი „Die Welt“ საკუთარ
დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 15
დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, საქართველოსა და უკრაინის მიერ
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად იქნება
შეფასებული.
„Die Welt“ აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და
უკრაინის მოქალაქეებისთვის ნიშნავს, რომ ისინი შენგენის ზონაში
შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6 თვიან
პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით. აღნიშნული არ გულისხმობს
ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას.
მასალის გამოყენების პირობები