რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ,
რომ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი კონფლიქტის ზონიდან
შემოფრინდა რუსული ვერტმფრენი საქართველოს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე.
მასალის გამოყენების პირობები