საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 82 ხმით 8-ის წინააღმდეგ ახალი
"საარჩევნო კოდექსი" დაამტკიცა.
ცვლილება საარჩევნო ოლქების დაყოფას და მაჟორიტარი დეპუტატების
არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესებას ეხება.
პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მიხედვით, თბილისში 10
მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.
საქართველოს რეგიონებში კი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით
- გაყოფის გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
გარდა ამისა, 13 მუნიციპალიტეტის: საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის,
ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის,
წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები,
თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.
მასალის გამოყენების პირობები