ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოზე საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ
მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტი, რომელიც ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა, დადებით შეფასებებს შეიცავს. მასში
ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით
ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ევროკომისიას მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის ოთხივე
ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები ევროპულ და
საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის
დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე
ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადება 2016 წლის დასაწყისში
წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები