უკრაინაში ქართველი სამხედროს დაჭრის შესახებ ინფორმაციას
“რუსთავი 2” ავრცელებს. მომხდარ ფაქტს რეგიონში მებრძოლი ჯარისკაცი
დავით მაყიშვილიც ადასტურებს.
მისივე თქმით, ზაზა ბიწაძე დონეცკის ოლქის სოფელ ზაიცოვოში ფრონტის
წინა ხაზზე დაიჭრა.
ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და ის
ქალაქ არტიომოვსკის საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, საიდანაც მას
ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები