NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საქართველო
ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 31%-მა კი კითხვაზე პასუხი
საერთოდ არ იცის; 17% მიიჩნევს, რომ ძირითადად, არასწორი მიმართულებით
ვითარდება, ხოლო 18%-ის აზრით, საქართველო ნამდვილად არასწორი
მიმართულებით ვითარდება.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კვლევის სამუშაოები მიმდინარე წლის
17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს
მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს
წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1881 ადამიანი გამოიკითხა.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.
მასალის გამოყენების პირობები