"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად,
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას
გამოკითხულთა 16% მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 10%.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას,
გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის
გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ
ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, კითხვაზე - "ხვალ რომ არჩევნები
ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 64%
აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა.
კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა",
გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 9% აცხადებს, რომ
"ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% "თავისუფალ დემოკრატებს"
ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები