ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 2015 წელს საჯარო ინფორმაციის
გაცემის მოთხოვნით სულ 117 განცხადება შევიდა.
აქედან, მერიაში 82, საკრებულოში კი 35.
საკანომდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მერიამ 82
განცხადებიდან 76 დააკმაყოფილა, 6 განცხადება კი ინფორმაციის არქონის
მიზეზით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაამისამართა.
ამავე ანაგარიშში აღნიშნულია, რომ მერიას „არცერთ განცხადებაზე უარის
თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“.
რაც შეეხება ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს, აქ საჯარო ინფორმაციის
გაცემაზე 35 განცხადება შევიდა. პასუხი გაეცა 31-ს,
4 კი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში
გადაამისამართეს, რადგან
ის საკრებულოს პრეროგატივას არ წარმოადგენდა.
ანგარიშში ასევე წერია, რომ მიმდინარე წელს საკრებულოში არც ერთი
დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
მასალის გამოყენების პირობები