პოლიტიკა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესები გაამარტივა
მოსკოვმა უახლოეს მომავალში საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები გაფორმდება, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით.

უწყების განცხადებით, ეს რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა.

"რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.