საქარველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული
თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება რამდენიმე წუთის
წინ თავად პრემიერმა გააკეთა და მომავალ პრემიერს წარმატებები უსურვა,
თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის არც ერთი თანამდებობა არასოდეს
ყოფილა თვითმიზანი, ეს მხოლოდ საშუიალება იმისა, რომ ვემსახურო ჩვენს
ქვეყანას, ჩვენს ხალხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მადლოობას ვუხდი, ხალხს, ერთგულ
თანამებრძოლებს თანადგომისთვის. განსაკუთრებულო მადლობას ვუხდი ჩემს
მეუღლეს, ნუნუკას და შვილებს, მისი თანადგომის გარეშე ამ საქმის
კეთებას ვერ შევძლებდი.მ ჩემი ოცნებაა, იყო და ყოველთვის იქნება
ძლიერი და ერთიანი საქართველო. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები
ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს არ
უსაუბრია.
ცნობისთვის: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის
გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის
წევრთა უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას იწვევს. მთავრობის
უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის
მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს
გადაწყვეტილების მისაღებად. მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის
მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა
საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები