პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის
მტკიცებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის
პოსტზე უმრავლესობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ
გიორგი კვირიკაშვილს დაასახელებს.
როგორც დეპუტატმა გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა,
კვირიკაშვილს დღეს თავად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებელი
წარადგენს.
"ოთხ კანდიდატურაზე იყო საუბარი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ
კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს უმრავლესობაში მიიყვანს ირაკლი
ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. 10:00 საათზე პარლამენტში, თბილისში",
- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის
წინ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები