გიორგი კვირიკაშვილი:“ მთავრობაში დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“
პრემიერობის კანდიდატმა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა განუცხადა, შესაძლოა, სამთავრობო
გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს, თუმცა არა ძირეული.
„ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ
შევიკრიბებით და არ მგონია, მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა
ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია, იყოს“, - აღნიშნა
კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიციამ დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად
გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს პარლამენტში დასამტკიცებლად
წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები