ირაკლი კობახიძე "ქართულ ოცნებასა" და მოსახლეობას შორის კავშირის შესუსტებაზე საუბრობს
"ქართული
ოცნების" აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის
განცხადებით, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას"
შორის კავშირი შესუსტდა, თუმცა მისივე თქმით, პარტიას აქვს რესურსი,
ვითარება გამოასწოროს.
"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა
პოლიტიკურ ასპარეზზე "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა პოლიტიკური
ძალების გააქტიურებასთან დაკავშირებით დაუსვა.
"თუ NDI-ის კვლევებს გულისხმობთ, ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები და
არჩევნების შედეგები 2012 წლამდეც და მის შემდეგაც ყოველთვის
თვისობრივად არის აცდენილი. არც ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის
მაჩვენებელია 60 %. დიახ, იმის გამო, რომ პარტიას ჩამოყალიბებული
სტრუქტურა არ ჰქონდა, მოსახლეობასა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირი
შესუსტდა, მაგრამ გვაქვს რესურსი, ვითარება გამოვასწოროთ.
მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პრობლემების გადაჭრაში", -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები