პრემიერი: „არანაირი ტერორისტული რისკი პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. „ისლამური
სახელმწიფოს“ მებრძოლების თავშესაფრად პანკისის
ხეობის გამოყენების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი
ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ
„რეგიონიდან ტერორისტული რისკები დღესდღეობით არ მომდინარეობს“.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „საქართველოს
მთავრობა რეგიონზე სრულ კონტროლს ახორციელებს“.
„პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით
პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით
გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ
ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე", -
განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები