მმართველი გუნდის წევრის გოგი თოფაძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის
გიორგი მარგველაშვილის
მისამართით გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ პარლამენტთან დღეს
აქცია გაიმართება.
აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. შეკრება თბილისში, პარლამენტის
შენობასთან, 14:00 საათზე ჩატარდება.
აქციის ორგანიზატორები დეპუტატის მიერ გუშინ, პარლამენტის სხდომაზე,
პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით საუბრისას გაკეთებულ განცხადებას
"დისკრიმინაციად" აფასებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გუშინ პრეზიდენტი
გააკრიტიკა.
„თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ
ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ ალბათ, არც საქართველოს
პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი,
ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და
მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ“, - ასეთი
სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ქვეყნის პირველ პირს.
მასალის გამოყენების პირობები